რეზონანსი
19.09.2026

სუვერენიტეტი პატარა სახელმწიფოსთვის 24-საათიანი ბრძოლის პროცესია, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ექსპერტმა ირაკლი გოგავამ.

გოგავას თქმით, არავინ წარმოიდგინოს, რომ ცოტა თუ მოეშვა, ვინმე რამეს შეარჩენს.

„სუვერენიტეტი პატარა სახელმწიფოსთვის 24-საათიანი ბრძოლის პროცესია. არავინ წარმოიდგინოს, ცოტა რომ მოეშვა, ვინმე რამეს შეგარჩენს. მუდმივად არის სხვადასხვა დიდი ძალის მცდელობა, რომ გარე მართვის ინსტრუმენტები მოახვიონ პატარა და საშუალო ქვეყნებს. ზოგიერთ დიდ ქვეყანასაც კი. ეს არის კოლონიალიზმის ჰიბრიდული ფორმები, რომლებიც თანამედროვე სამყაროშია. მაგალითად, ადრე თუ არმიის შეყვანა იყო საჭირო ქვეყნის დასაპყრობად და ვიღაც მმართველის ხელდასხმა, ახლა უკვე ნეოკოლონიალიზმის თანამედროვე ფორმებით, ეს სულაც არ არის საჭირო. საჭიროა ერთი ბანკი შეუშვა, შეუშვა „ენჯეოები“, მედიასაშუალებები და ადგილობრივი, დაქირავებული აბორიგენი მოსახლეობის მეშვეობით მართო მთელი ერი, რაც გაგვიკეთეს ჩვენ.

დამოუკიდებლობის მიღებიდან საქართველო იყო მეტ-ნაკლებად გარე მართვაზე. 90-იან წლებში შედარებით ნაკლები ხარისხით, მაგრამ სააკაშვილის მოსვლასთან ერთად თითქმის 100 პროცენტით ქვეყანა გადასული იყო გარე მართვაზე. მინისტრები, ხელმძღვანელები, პრეზიდენტები იყვნენ შოუსთვის და სატელევიზიო სახეებად. გადაწყვეტილებები მიიღებოდა სხვაგან. ეს გაგრძელდა ამ ხელისუფლების მოსვლისთანავე, ვინაიდან კოალიცია ჭრელი იყო. კოალიციაში რატომ ჩაუსვეს ივანიშვილს სხვადასხვა ძალა, რადგან ეს ბერკეტები, გავლენები შენარჩუნებულიყო. ნელ-ნელა ბატონმა ივანიშვილმა კარუსელი მოაწყო და ამ უცხოური გავლენის აგენტებისგან ნელ-ნელა გაწმინდა. საბოლოო ჯამში, ჯერჯერობით სტერილური მაინც არ არის, მაგრამ ამ ბრძოლების შედეგად, რომელსაც საზოგადოებამ მხარი დავუჭირეთ, მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბდა ის ვითარება, რომ მართლაც ამ ზომის სუვერენიტეტი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში, საქართველოს არ ჰქონია“, - აღნიშნა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×