რეზონანსი
20.09.2026

"მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სახ­ლის" დამ­ფუძ­ნებ­ლის, ეკა ბე­სე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, სკო­ლამ­დე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და კვე­ბის სა­კი­თხებ­ში პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სხვა­დას­ხვა უწყე­ბა­ზეა გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი, თუმ­ცა პრო­ცეს­ში პარ­ლა­მენტს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი როლი აქვს.

კერ­ძოდ, რო­გორც ბე­სე­ლი­ამ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი" გა­ნა­ცხა­და, სკო­ლამ­დე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ 2016 წელს მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნით პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი გან­სა­ზღვრუ­ლია და შე­სა­ბა­მი­სი ფუნ­ქცი­ე­ბი სხვა­დას­ხვა უწყე­ბა­ზეა გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სფე­რო­ე­ბი მო­ი­ცავს უსაფრ­თხო­ე­ბას, ჯან­დაც­ვას, კვე­ბა­სა და მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კურ სა­კი­თხებს. ბე­სე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის კონ­ტრო­ლის პირ­ვე­ლა­დი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა თა­ვად ბაღს ეკის­რე­ბა, შემ­დეგ კი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­სა და მერს.

"პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იწყე­ბა ბა­ღით, რად­გან ის არის იმ საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის შე­მომ­ტა­ნი და მას პირ­და­პი­რი შე­ხე­ბა აქვს ბავ­შვებ­თან. შე­მო­ტა­ნილ პრო­დუქ­ცი­ას შე­სა­ბა­მი­სი ფილტრი უნდა ჰქონ­დეს. პირ­ვე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არის ბა­ღის, შემ­დეგ გა­და­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ზე, მერ­ზე და ამის შემ­დეგ უნდა ერ­თვე­ბო­დეს პარ­ლა­მენ­ტი. ხვალ­ვე უნდა მო­ეწ­ვი­ათ სა­კო­მი­ტე­ტო მოს­მე­ნა, უნდა და­უ­ძა­ხონ პა­სუ­ხის­მგე­ბელ პი­რებს",- გა­ნა­ცხა­და ბე­სე­ლი­ამ.

მან ასე­ვე ისა­უბ­რა ახალ­ცი­ხე­ში მომ­ხდარ ტრა­გი­კულ ფაქ­ტზე, სა­დაც 2025 წელს კერ­ძო ბაგა-ბაღ­ში ორი წლის ბავ­შვი გარ­და­იც­ვა­ლა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბავ­შვს ეძი­ნა, რო­დე­საც აღ­მზრდელ­მა და­ხე­და და გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდა.

"ერთ-ერთი საქ­მე გვაქვს იუ­რის­ტე­ბის ჯგუფს - ახალ­ცი­ხის ერთ-ერთ ბაღ­ში 2 წლის დაჩი გარ­და­იც­ვა­ლა ძა­ლი­ან ტრა­გი­კუ­ლად. ბავ­შვი, რო­მე­ლიც ბაღ­ში საღ-სა­ლა­მა­თი მი­იყ­ვა­ნეს, უც­ბად გარ­და­იც­ვა­ლა. ახლა გა­მო­ძი­ე­ბა გა­ნახ­ლდა. რა გვაჩ­ვე­ნა ამ ის­ტო­რი­ამ? - რე­გი­ო­ნებ­ში კი­დევ უფრო მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­აა: არა­ნა­ი­რი სტან­დარ­ტი, არა­ნა­ი­რი სა­მე­დი­ცი­ნო გა­რან­ტი­ე­ბი და არა­ნა­ი­რი უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბი.

მომ­ხდა­რი­დან და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წე­ლია გა­სუ­ლი. გა­მო­ძი­ე­ბა შე­წყვი­ტეს და დე­დამ და­ი­წყო ბრძო­ლა. მან სა­ო­ცა­რი სიმ­ტკი­ცე გა­მო­ი­ჩი­ნა, რო­მე­ლიც დაგ­ვი­კავ­შირ­და.

გა­ჩე­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის მა­სა­ლებს რომ გა­დავ­ხე­დე, ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ეჭ­ვო გა­რე­მო­ე­ბა აღ­მოჩ­ნდა იქ - ერ­თნა­ი­რი ჩვე­ნე­ბე­ბი, გა­ურ­კვე­ვე­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა, ბევ­რი ბუნ­დო­ვა­ნი კი­თხვა. დედა არ ეთან­ხმე­ბა დას­კვნას.

გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ით, თით­ქოს ბავ­შვს ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა ჰქონ­და და ამის გამო გარ­და­იც­ვა­ლა. საქ­მე ამით და­ი­ხუ­რა. აქ არ არის სა­უ­ბა­რი გან­ზრახ და­ნა­შა­ულ­ზე - სა­უ­ბა­რია იმა­ზე, იყო თუ არა შე­სა­ბა­მი­სი სტან­დარ­ტე­ბი ბაღ­ში, შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო უზ­რუნ­ველ­ყო­ფა და დრო­უ­ლად მოხ­და თუ არა ჩა­რე­ვა.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­ი­ზი­ა­რა დე­დის პო­ზი­ცია, რომ გა­მო­ძი­ე­ბა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი­ყო" - გა­ნა­ცხა­და ეკა ბე­სე­ლი­ამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×