რეზონანსი
20.09.2026

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია.

ამის შესახებ 112-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. "საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია და გადაუდებელი დახმარების ნომერზე შეტყობინებები შეუფერხებლად შემოდის. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-მა დილით გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო, 112-ში ზარები შეფერხებით შედიოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×