
როგორც კი შეიცვალა ხელისუფლება უნგრეთში და ე.წ. პრო ევროპული ხელისუფლება მოვიდა, პირველი რაც გააკეთეს ეს იყო ბუდაპეშტში ლგბტ პრაიდის გამართვა, რასაც განცხადებით გამოეხმაურა და მიესალმა ურსულა ფონ დერ ლაიენი და სწორედ ეს არის ფასი, რასაც ქვეყნები იხდიან ბრიუსელის კეთილგანწყობაში, - განაცხადა „იმედის კვირასთან" ინტერვიუში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა.
მისივე თქმით, ევროკავშირს ძალიან მკაფიო გზავნილები აქვს წევრი ქვეყნებისთვისაც, კანდიდატი ქვეყნებისთვისაც და განსაკუთრებით საქართველოსთვის.
„ძალიან მკაფიო გზავნილია წევრი ქვეყნებისთვისაც, კანდიდატი ქვეყნებისთვისაც და საქართველოსთვის განსაკუთრებით, რომ უარი თქვით ბავშვების დაცვაზე ლგბტ პროპაგანდისგან, დაუშვით ერთნაირსქესიანთა წყვილების ქორწინება, ჩაატარეთ ლგბტ პრაიდები თბილისის და საქართველოს ქალაქების ქუჩებში და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ევროკავშირში", - აღნიშნა ვატო შაქარიშვილმა.