რეზონანსი
21.09.2026

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს - ღვთისმშობლობას აღნიშნავს. ქვეყანაში მოქმედ ყველა ტაძარში საზეიმო წირვა ჩატარდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III საეკლესიო მსახურობას ბათუმის საკათედრო ტაძარში აღავლენს. 

"ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობით, უდიდესი სიხარული მიენიჭა მთელ კაცობრიობას, რადგანაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა შვა მესია, უფალი იესო ქრისტე, რომელმაც გამოიხსნა კაცობრიობა ჯოჯოხეთური ტანჯვისაგან და მიეცა ადამიანს შესაძლებლობა, რომ სამოთხეში მოხვედრილიყო. ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება სადღესასწაულო წირვები. ბათუმში, საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, შიო III ავლენს სადღესასწაულო წირვას," - განაცხადა არქიმანდრიტმა, მამა იოვანემ (მჭედლიშვილი).

ღვთისმშობლის შობა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×