
შოტლანდიის პოლიცია საქართველოს კერლინგის ნაკრების ორი წევრის - 22 წლის შალვა ხაჩიძისა და 33 წლის კახა ამბროლავას ეძებს. ორივე მამაკაცი გაუპატიურებაშია ბრალდებული. ისინი კილმარნოკის სასამართლოში უნდა გამოცხადებულიყვნენ, თუმცა სხდომაზე არც ერთი არ მოვიდა. ამის შემდეგ მათი დაკავების ორდერები გაიცა. აღნიშნულის შესახებ უცხოური მედიაწერს.
საქმე 2024 წლის აპრილში, დუმფრისში მომხდარ რამდენიმე ეპიზოდს უკავშირდება. იმ პერიოდში საქართველოს კერლინგის გუნდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობისთვის შოტლანდიაში იმყოფებოდა.
ხაჩიძესა და ამბროლავას ღამის კლუბის ქალთა საპირფარეშოში ქალზე თავდასხმა და სექსუალური ძალადობა ედებათ ბრალად. ბრალდების თანახმად, მათ ქალი საპირფარეშოს კაბინაში შეიყვანეს და გააუპატიურეს, რა დროსაც პირზე ხელებს აფარებდნენ.
საქმეში კიდევ რამდენიმე ეპიზოდია აღწერილი. მათ შორისაა ქალების თვალთვალი. როგორც გამოცემა The Sun წერს, საქმის მასალების მიხედვით, ისინი ქალებს საპირფარეშოებში მიჰყვებოდნენ, ხოლო მობილური ტელეფონით უღებდნენ.
ორივე მამაკაცს ასევე ედავებიან დუმფრისის ერთ-ერთ პაბში მომხდარ ინციდენტსac. ბრალდების მიხედვით, ისინი აგრესიულად იქცეოდნენ, პაბის თანამშრომლებს ეკამათებოდნენ და მას შემდეგ, რაც დაწესებულების დატოვება მოსთხოვეს, იქ დაბრუნებას ცდილობდნენ.
საქმის მასალებში ასევე ფიგურირებს ქალების გაყოლის შესახებ ბრალდებები. კერძოდ, საუბარია შემთხვევებზე, როდესაც ისინი ქალებს დუმფრისის რამდენიმე ქუჩაზე, მათ შორის High Street-ზე, Queensferry Street-სა და Munches Street-ზე, გაჰყვნენ.
ორივე საქართველოში, ბაკურიანშია რეგისტრირებული
სასამართლოს დოკუმენტებში შალვა ხაჩიძისა და კახა ამბროლავას მისამართად საქართველოში, ბორჯომის რაიონში, ბაკურიანია მითითებული. ორივე მამაკაცი მანამდე გირაოს საფუძველზე იყო გათავისუფლებული და სასამართლოში გამოცხადება ევალებოდა, თუმცა დანიშნულ სხდომაზე არც ერთი მათგანი არ მივიდა.
საქართველოს გუნდი ტურნირი დატოვა
როგორც ირკვევა, ხაჩიძე და ამბროლავა საქართველოს კერლინგის ნაკრების წევრები იყვნენ. გუნდი ტურნირში მონაწილეობისთვის შოტლანდიაში იმყოფებოდა, თუმცა საბოლოოდ შეჯიბრება დატოვა.
ამ დროისთვის შალვა ხაჩიძისა და კახა ამბროლავას ადგილსამყოფელი უცნობია. "ორივე მამაკაცი გაუპატიურებაშია ბრალდებული, მათ წინააღმდეგ კი სხვა ეპიზოდებთან დაკავშირებითაც არის წარდგენილი ბრალდებები. თუმცა მათი ბრალეულობა სასამართლოს ჯერ არ დაუდგენია", - წერს The Sun.
ambebi.ge