რეზონანსი
21.09.2026

„თბილსერვის ჯგუფმა“ დასუფთავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბური აქცია გამართა.

დასუფთავების ღონისძიებაში მონაწილეობა „თბილსერვის ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პაპავამ, კომპანიის თანამშრომლებთან ერთად მიიღო. აქციაში არა მხოლოდ დასუფთავების, არამედ ადმინისტრაციული სამსახურის თანამშრომლებიც აქტიურად ჩაერთნენ.

 დედაქალაქის სისუფთავეზე, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და საზოგადოებრივი სივრცეების მოვლა-პატრონობაზე ზრუნვა კომპანიის ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელი ნაწილია, რის ფარგლებშიც მსგავსი მასშტაბური ღონისძიებები თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×