რეზონანსი
24.09.2026

 UFC-ის ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი ილია თო­ფუ­რია ეფექ­ტურ დაბ­რუ­ნე­ბას აა­ნონ­სებს. რამ­დე­ნი­მე დღის წინ მან ჯას­ტინ გე­იჯს მი­მარ­თა და აღ­ნიშ­ნა, რომ მალე დაბ­რუნ­დე­ბა.

თუმ­ცა, ბრძო­ლე­ბის გა­მარ­თვამ­დე, რო­გორც ჩანს ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვი თა­ვის ფეს­ვებს არ ივი­წყებს და ამ­ჯე­რად ნიუ-იორკში მდე­ბა­რე ქარ­თულ რეს­ტო­რანს ეს­ტუმ­რა, სა­დაც ტრა­დი­ცი­უ­ლი ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბი და­ა­გე­მოვ­ნა და პერ­სო­ნალ­თან ერ­თად სა­სი­ა­მოვ­ნო სა­ღა­მოც გა­ა­ტა­რა.

მისი სტუმ­რო­ბის დე­ტა­ლებ­ზე laliko.nyc -ი წერს:

"რამ­დე­ნი­მე თვის წინ მან "ლა­ლი­კოს" გვერ­დით გა­ი­ა­რა, ფან­ჯა­რა ჩა­მო­წია, ჩვენს შეფ-მზა­რე­უ­ლებს ესა­უბ­რა და დაგვპირ­და, რომ დაბ­რუნ­დე­ბო­და. გუ­შინ თა­ვი­სი სი­ტყვა შე­ას­რუ­ლა! შე­მო­ვი­და, დაჯ­და, პერ­სო­ნალ­თან ერ­თად კარ­ტი ითა­მა­შა და წას­ვლამ­დე ხინ­კა­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად მი­ირ­თვა.

ილია, გმად­ლობთ, რომ სი­ტყვა შე­ას­რუ­ლეთ! მთელ ჩვენს გუნდს ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და შენი ნახ­ვა და ყო­ველ­თვის დახ­ვდე­ბათ ად­გი­ლი ჩვენს მა­გი­დას­თან," - წერს ქარ­თუ­ლი რეს­ტო­რა­ნი "ინ­სტაგ­რამ­ზე."

ჟურ­ნა­ლის­ტმა ალ­ვა­რო კოლ­მე­ნე­ი­რომ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ UFC-ის ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი ილია თო­ფუ­რია რინგს სა­ვა­რა­უ­დოდ, 2027 წლის თე­ბერ­ვალ­ში და­უბ­რუნ­დე­ბა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×