|

გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, სერბეთის პრეზიდენტს, ალექსანდრ ვუჩიჩსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შორის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის შესახებ ალექსანდრ ვუჩიჩი სოციალურ ქსელში წერს.
„ირაკლი კობახიძესთან გულთბილი საუბარი მქონდა ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე, ასევე სერბეთსა და საქართველოს შორის ტრადიციულად მეგობრულ ურთიერთობებზე, რომლებიც ჩვენი ხალხების ისტორიულ, კულტურულ და რელიგიურ კავშირებს ეფუძნება. სიამოვნებით გავიხსენე საქართველოში ჩემი ბოლო ვიზიტი, რომელმაც კიდევ უფრო შეუწყო ხელი ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგისა და მეგობრული ურთიერთობების განვითარებას. ვისაუბრეთ ჩვენი ეკონომიკური კავშირების გაძლიერების, სავაჭრო ბრუნვის გაზრდისა და საერთო ინტერესის სფეროებში თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბელგრადი-თბილისის პირდაპირი ავიარეისის ამოქმედებას, ასევე სერბეთის გადაწყვეტილებას საქართველოში საელჩოს გახსნის შესახებ. ეს ნაბიჯები კიდევ უფრო დააახლოვებს ჩვენს ხალხებს და ხელს შეუწყობს საერთო თანამშრომლობის გაღრმავებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ოფიციალურად დაადასტურა მონაწილეობა სპეციალიზებულ გამოფენაში EXPO 2027. ეს კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება ჩვენი ეკონომიკებისა და ხალხების კიდევ უფრო დასაახლოებლად“, - დაწერა ვუჩიჩმა.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|