რეზონანსი
27.09.2026

28 სექ­ტემ­ბრი­დან 4 ოქ­ტომ­ბრამ­დე პე­რი­ო­დი ზო­დი­ა­ქოს თი­თო­ე­ულ ნი­შანს ახალ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, მო­უ­ლოდ­ნელ ცვლი­ლე­ბებ­სა და მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს მო­უ­ტანს. კვი­რის და­სა­წყის­ში შე­საძ­ლოა გეგ­მე­ბი მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­იც­ვა­ლოს, თუმ­ცა სწო­რედ ასეთ­მა ცვლი­ლე­ბებ­მა გახ­სნას ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი.

30 სექ­ტემ­ბერს მერ­კუ­რი მო­რი­ე­ლის ნი­შან­ში გა­და­ვა, რის გა­მოც კო­მუ­ნი­კა­ცია უფრო პირ­და­პი­რი და სიღ­რმი­სე­უ­ლი გახ­დე­ბა. ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცე­ვა ფი­ნან­სე­ბი, ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და პი­რა­დი სა­ზღვრე­ბი.

3 ოქ­ტომ­ბერს კი ვე­ნე­რა რეტ­როგ­რა­დულ მოძ­რა­ო­ბას და­ი­წყებს. ეს პე­რი­ო­დი გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა და ფი­ნან­სუ­რი ჩვე­ვე­ბის გა­და­ხედ­ვის­თვის.

ვერ­ძი

ვერ­ძებს კვი­რა სა­მუ­შაო გეგ­მე­ბის გა­და­ხედ­ვა­სა და პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის გან­სა­ზღვრას აი­ძუ­ლებს. შე­საძ­ლოა მო­უ­ლოდ­ნე­ლი შე­თა­ვა­ზე­ბა ან ახა­ლი პრო­ექ­ტი გა­მოჩ­ნდეს. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში მოთ­მი­ნე­ბა დაგ­ჭირ­დე­ბათ - ძვე­ლი წყე­ნა შე­იძ­ლე­ბა კვლავ წა­მო­ი­წი­ოს. ნუ იჩ­ქა­რებთ ურ­თი­ერ­თო­ბის გარ­კვე­ვას, სა­ნამ სა­კუ­თარ გრძნო­ბებ­ში არ გა­ერ­კვე­ვით.

კურო

კუ­რო­ებ­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა ფი­ნან­სებ­სა და სა­მუ­შაო შე­თან­ხმე­ბებს უნდა მი­აქ­ცი­ონ. კვი­რის შუ­ა­ში შე­საძ­ლოა ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­მოჩ­ნდეს. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში კი ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და ყო­ველ­დღი­უ­რი რუ­ტი­ნის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას გა­და­ა­ფა­სებთ. მარ­ტო­ხე­ლა კუ­რო­ებს ახა­ლი ნაც­ნო­ბე­ბის­თვის შან­სის მი­ცე­მა არ უნდა ეჩ­ქა­როთ.

ტყუ­პე­ბი

ტყუ­პებს დატ­ვირ­თუ­ლი კვი­რა ელო­დე­ბათ - ბევ­რი შეხ­ვედ­რა, კო­მუ­ნი­კა­ცია და ახა­ლი სა­მუ­შაო და­ვა­ლე­ბა. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში კი გა­ურ­კვევ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბის სურ­ვი­ლი გაძ­ლი­ერ­დე­ბა. თუ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში სა­კი­თხე­ბია, რომ­ლებ­ზეც დიდი ხა­ნია არ სა­უბ­რობთ, ახლა მათი გან­ხილ­ვის დროა.

კირჩხი­ბი

კირჩხი­ბებს სა­მუ­შა­ო­ზე ახა­ლი მო­თხოვ­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბა და სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის დამ­ტკი­ცე­ბა მო­უ­წევთ. კვი­რის ბო­ლოს გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­დე­ბა ემო­ცი­უ­რი მხარ­და­ჭე­რა. წყვილ­ში მყო­ფე­ბის­თვის საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად დრო­ის გა­ტა­რე­ბა კარ­გი იქ­ნე­ბა, მარ­ტო­ხე­ლებს კი ახა­ლი ნაც­ნო­ბო­ბის შან­სი ექ­ნე­ბათ.

ლომი

ლო­მებს პრო­ფე­სი­ულ სფე­რო­ში სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის წარ­მო­ჩე­ნის კარ­გი შან­სი მი­ე­ცე­მათ. თა­მა­მი იდე­ე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბას ნუ მო­ე­რი­დე­ბით. სიყ­ვა­რულ­ში კი შე­საძ­ლოა წარ­სუ­ლი­დან და­უმ­თავ­რე­ბე­ლი ის­ტო­რია ან ძვე­ლი გრძნო­ბა დაბ­რუნ­დეს. სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას ნუ იჩ­ქა­რებთ.

ქალ­წუ­ლი

ქალ­წუ­ლე­ბის­თვის მთა­ვა­რი თემა ფი­ნან­სუ­რი და კა­რი­ე­რუ­ლი სტა­ბი­ლუ­რო­ბა იქ­ნე­ბა. შე­საძ­ლოა ბი­უ­ჯე­ტის, სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბის ან სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბის გა­და­ხედ­ვა დაგ­ჭირ­დეთ. ურ­თი­ერ­თო­ბა­ში კი ზედ­მე­ტი ანა­ლი­ზი­სა და კონ­ტრო­ლის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბა ჯობს. თუ რამე გა­წუ­ხებთ, პირ­და­პირ ისა­უბ­რეთ.

სას­წო­რი

სას­წო­რებს კა­რი­ე­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ელო­დე­ბათ. შე­საძ­ლოა თა­ნამ­დე­ბო­ბის შეც­ვლა ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტის და­წყე­ბა შე­მოგ­თა­ვა­ზონ. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი სა­უბ­რის­თვის მო­ემ­ზა­დეთ. ვე­ნე­რას რეტ­როგ­რა­დუ­ლი მოძ­რა­ო­ბა კი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბი­სას სიჩ­ქა­რის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბას გირ­ჩევთ.

მო­რი­ე­ლი

მერ­კუ­რის თქვენს ნი­შან­ში გა­დას­ვლა მო­რი­ე­ლებს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბის უფრო თა­მა­მად გან­ხილ­ვა­ში და­ეხ­მა­რე­ბა. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა სამ­სა­ხურ­ში მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დროს. თუმ­ცა ზედ­მეტ­მა პირ­და­პი­რო­ბამ შე­საძ­ლოა პრობ­ლე­მე­ბიც შექ­მნას. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­უ­ბა­რია მო­სა­ლოდ­ნე­ლი, მარ­ტო­ხე­ლა მო­რი­ე­ლებს კი წარ­სუ­ლი­დან ნაც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა კვლავ გა­მო­უჩ­ნდეთ.

მშვილ­დო­სა­ნი

მშვილ­დოს­ნებ­მა კო­ლე­გებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას მეტი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ონ. მცი­რე უთან­ხმო­ე­ბა­მაც კი შე­საძ­ლოა სა­მუ­შაო პრო­ცეს­ზე იმოქ­მე­დოს. ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მყო­ფებ­მა მო­მა­ვალ­ზე, მათ შო­რის ერ­თად დას­ვე­ნე­ბა­ზე, უნდა იფიქ­რონ. მარ­ტო­ხე­ლა მშვილ­დოს­ნე­ბის­თვის კი ეს კვი­რა თვით­გან­ვი­თა­რე­ბას უფრო ხელს უწყობს.

თხის რქა

თხის რქებს პრო­ფე­სი­უ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი შე­ახ­სე­ნებს თავს. შე­საძ­ლოა ისე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა მო­გი­წი­ოთ, რო­მელ­საც დიდი ხა­ნია გა­და­დებთ. სამ­სა­ხურ­ში სა­ზღვრე­ბის უფრო მკა­ფი­ოდ გან­სა­ზღვრაც დაგ­ჭირ­დე­ბათ. ურ­თი­ერ­თო­ბა­ში კი საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ პა­სუ­ხის გა­ცე­მას ნუ მოს­თხოვთ - ცოტა სივ­რცე ორი­ვეს­თვის სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა.

მერ­წყუ­ლი

მერ­წყუ­ლებს მო­უ­ლოდ­ნე­ლი კა­რი­ე­რუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ან ახა­ლი პრო­ექ­ტი ელო­დე­ბათ. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში დაგ­რო­ვი­ლი უთ­ქმე­ლი სა­კი­თხე­ბი შე­საძ­ლოა ზე­და­პირ­ზე ამო­ვი­დეს. მარ­ტო­ხე­ლებ­მა კი ყუ­რა­დღე­ბა უკვე ნაც­ნობ ადა­მი­ა­ნებს უნდა მი­აქ­ცი­ონ - სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რა შე­საძ­ლოა არც ისე შორს იყოს.

თევ­ზე­ბი

თევ­ზებს კვი­რა კა­რი­ე­რუ­ლი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის და­ლა­გე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა. ნუ აი­ღებთ სა­კუ­თარ თავ­ზე სხვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ დახ­მა­რე­ბა გსურთ. სიყ­ვა­რულ­ში გარ­კვე­უ­ლი ეჭ­ვე­ბი და გა­ურ­კვევ­ლო­ბა იქ­ნე­ბა, თუმ­ცა გულ­წრფე­ლი სა­უ­ბა­რი ბევრ სა­კითხს გა­არ­კვევს. მარ­ტო­ხე­ლებს კი მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბა ახა­ლი ნაც­ნო­ბო­ბის პოვ­ნა­ში გა­მო­ად­გე­ბათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×