რეზონანსი
27.09.2026

28 სექტემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის შეხვედრას ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ჩაატარებს.

საქართველო - უკრაინის მატჩი „დინამო არენაზე" 20:00 საათზე დაიწყება.

რამაზ სვანაძემ უკრაინელებთან მატჩამდე ერთი დღით ადრე მედიის წარმომადგენლებს პრესკონფერენციაზე უმასპინძლა.

„მინდა ფეხბურთის ფედერაციას მადლობა ვუთხრა იმ დიდი ნდობისთვის, რომელიც ჩემ მიმართ ყოველთვის იყო, არის და დარწმუნებული ვარ, შემდეგშიც იქნება. იქნება იმიტომ, რომ რამაზ სვანაძე არ მოსულა მარტივად იქ, სადაც ახლა არის. რამაზ სვანაძეს ძალიან დიდი გზის გავლა დასჭირდა იმისთვის, რომ აქ მოსულიყო და სანამ რამაზ სვანაძე აქ მოვიდოდა, გაიარა ძალიან რთული გზა - დაწყებული ბავშვთა ფეხბურთიდან, შემდეგ ასაკობრივი ნაკრებებით და დამთავრებული იმ ორი ევროპის ჩემპიონატით, რომლის ანალოგი საქართველოში მანამდე არ ყოფილა", - აღნიშნა ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა.

რამაზ სვანაძემ აღნიშნულ პოსტზე ვილი სანიოლი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა 26 სექტემბერს დატოვა.

სვანაძე 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მუშაობდა და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ზედიზედ ევროპის ორ ჩემპიონატზე ითამაშა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×