რეზონანსი
27.09.2026

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საბათლოში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 27 წლის მამაკაცი დაიღუპა, ერთი ადამიანი კი დაშავდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სომხეთში მცხოვრები ახალგაზრდა მშობლიურ სოფელში, თანაკლასელის ოჯახში, სუფრაზე იმყოფებოდა. 

უკან დაბრუნებისას კი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, საბათლოში მდებარე მემორიალის კედელს შეეჯახა და ერთი ნაწილი დაანგრია. ის მიღებული დაზიანებებით, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. მძიმე ტრავმა მიიღო 35 წლის მამაკაცმა, რომელიც ავტომობილში იმყოფებოდა.

დაშავებული 112-ის ბრიგადამ დედოფლისწყაროს რაიონულ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მოგვიანებით, კატასტროფის მედიცინის ცენტრმა თბილისში გადაიყვანა.

შემთხვევასთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა მოკვლევა დაიწყეს.

მთავარი ამბები კახეთიდან

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×