რეზონანსი
28.09.2026

თბილისის 21-ე სკოლაში სასწავლო პროცესი აღდგა - ხმაურიანი აქციების შედეგად, ბავშვები იგივე შენობაში შეუშვეს. მანამდე  განათლების სამინისტრო ამტკიცებდა, რომ შენობა ავარიული იყო და უნდა დანგრეულიყო. ადგილზე ამჟამად არანაირი სამუშაოები არ მიმდინარეობს. 

განათლების სამინისტროს ცნობით, სწავლის განახლების გადაწყვეტილება ექსპერტებთან კონსულტაციებისა და სასკოლო საზოგადოების ჩართვის საფუძველზე მიიღო.

უწყების ცნობით, სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსგან მიღებული დამატებითი განმარტებების საფუძველზე დაზუსტდა ის ღონისძიებები, რომელთა განხორციელებაც სკოლის შენობაში ამ ეტაპზეა საჭირო.

თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში, ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან 2 დღეში, 17 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ექსპერტიზამ შენობის დემონტაჟის შესახებ დასკვნა მოამზადა, რასაც მოსწავლეებისა და მშობლების მხრიდან პროტესტი და აქციების სერია მოჰყვა. 

24 სექტემბერს განათლების სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც დაწერა, რომ სკოლის შენობას აღარ დაანგრევდნენ. უწყებაში აღნიშნავენ, რომ „შენობაში აუცილებელია კონკრეტული სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება“.

სამინისტროს ცნობით, მიმდინარე სასწავლო წელს მოსწავლეები ამავე სკოლაში დაასრულებენ, 2027/2028 სასწავლო წლის დასაწყისიდან კი სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია დაიწყება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×