რეზონანსი
28.09.2026

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სთხოვა, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები შეამციროს და ის დათანხმდა.

საწვავის ფასების ზრდაზე საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „მთავარი პრობლემა ის არის, რომ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს აფეთქებენ“.

„ეს სინამდვილეში ახლო აღმოსავლეთის პრობლემა არ არის. ეს უფრო რუსეთის პრობლემაა, სადაც უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს ებრძვიან და უკრაინა რუსეთში დიზელის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს აფეთქებს, რადგან ისინი ნავთობგადამუშავების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. პრეზიდენტ ზელენსკის ვესაუბრე და ვუთხარი: „ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები უნდა შეამციროთ“, მან მითხრა: „ალბათ, ასე მოვიქცევით”, - აღნიშნა ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×