რეზონანსი
28.09.2026

არავის მივცემ უფლებას, შვილებმა მოკლან უდანაშაულო ადამიანი და მამებმა ეს ნორმად აქციონ, - ამის შესახებ გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ განაცხადა.

ის თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი შვილის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას სასამართლო პროცესს ესწრება, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილია.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე არ დავიკითხები როგორც მოწმე, უბრალოდ ჩემი პოზიცია უნდა დავაფიქსირო. ჩემი ჩვენება უდაოდ ჩათვალეს, მაგრამ უდაოა ის ფაქტიც, რომ ეშინიათ ეკა კუპატაძის სიტყვის. შეიძლება მეორე კურდღლის დაჭერასაც ფიქრობენ, რადგან სწრაფი მართლმსაჯულება მოიაზრებს შემამსუბუქებელ გარემოებას სასჯელის შეფარდების დროს. თითქოს ეკეკლუცებიან მართლმსაჯულებას, მაგრამ მე ერთ რამეს ვიტყვი: ძალიან კარგად იციან მალანიებმა, რომ ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილს მალანია მას შემდეგ გააცნო, რაც დაიგეგმა გიგა ავალიანზე თავდასხმა. არავის მივცემ უფლებას შვილებმა მოკლან უდანაშაულო ადამიანი და მამებმა ეს ნორმად აქციონ",- განაცხადა კუპატაძემ.

ცნობისთვის, გიორგი მალანიას გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავებიან. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×