რეზონანსი
28.09.2026

მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელი სასამართლო პროცესი პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოიყენა და აგვისტოს ომის მოვლენებზე თქვა, რომ 2008 წელს რუსეთი შემოვიდა არა სამიოდე, პრაქტიკულად, ძალიან პატარა სოფლის დასაპყრობად, არამედ ქართული სახელმწიფოს მთლიანად დასანგრევად და მის მოსაკლავად. 

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, კონკრეტული პირების განცხადებები საქართველოსა და მისი ინტერესების მიმართ მათი დამოკიდებულებით არის განპირობებული. მისი თქმით, ისინი საქართველოს ინტერესების ნაცვლად სხვა ქვეყნების ინტერესებს იცავენ და შესაბამის დავალებებს ასრულებენ. 

"შენ როდესაც არ ეკუთვნი საქართველოს, ქართველ ხალხს, რა თქმა უნდა, გექნება იმ ტიპის დამოკიდებულება, რასაც ვისმენთ მისი [სააკაშვილის] განცხადებებიდან. გექნება ის დამოკიდებულება, რაც სოხუმთან დაკავშირებით, მაგალითად, ერთ-ერთი გამოსვლის დროს ამ ადამიანმა დააფიქსირა და ისაუბრა.

ისინი არ ეკუთვნიან ჩვენს სამშობლოს, სხვა ქვეყნის ინტერესებს იცავენ, ჰყავთ თავიანთი პატრონები და მოქმედებენ შესაბამისი დავალებებით. რა დავალებასაც მიიღებს, არა აქვს მნიშვნელობა, შეიძლება, კონკრეტულად სააკაშვილი იყოს, მაგრამ ქვემოთ იშლებოდა და ასრულებდნენ თავიანთი პატრონების დავალებას.

ის მოღალატეობრივი ქმედებები, რაც იყო 2008 წლის 8 აგვისტოს, ის ნაბიჯები, რაც იქნა გადადგმული, ეს არის მოღალატეობრივი ქმედებები. სხვა ვერანაირად ვერ შეაფასებ ამ ქმედებებს", - აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×