
ეკა ბესელიას დედა გარდაეცვალა. ამის შესახებ “მართლმსაჯულების სახლის" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს.
“რამდენიმე საათიანი შოკის შემდეგ არ ვიცი როგორ უნდა დავწერო, რომ დედა წავიდა უფალთან…
ღმერთო… ვიბრძოლეთ, ბოლომდე ვიბრძოლეთ… არ მეგონა ამ სიტყვებს თუ დავწერდი ოდესმე…
ახლა მეტს ვერ დავწერ რა ხდებოდა ბოლო საათებში…
ამას ოდესმე შევძლებ, ახლა ვერ….
ახლა მხოლოდ შემიძლია დავწერო სად შეიძლება დაემშვიდობოთ ჩემს იდეალურ დედას მისი მეგობრები და ნათესავები:
დედა, გულიზარ ბესელია
პანაშვიდები:
29 სექტემბერს, სამშაბათს 17 საათიდან
თბილისი, ვლადიმერ გაბაშვილის 9. მე - 7 სართული ( შუა სადარბაზო )
პანაშვიდი - 30 სექტემბერს, ოთხშაბათს, 17 საათიდან, მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერი.
გასვენება: ხუთშაბათს, 1 ოქტომბერს 14 საათზე. მცხეთის დედათა მონასტრიდან საბურთალოს ჯიქიას სასაფლაოზე,“ - წერს ეკა ბესელია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე