
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2026 წლის აგვისტოს ბოლოსათვის 76.45 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 836.34 მილიონი ლარით, ანუ 1.11%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე. სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 14.83% შეადგინა.
ცენტრალური ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 565.93 მლნ ლარით, ანუ 1.28%-ით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 270.41 მლნ ლარით, ანუ 0.87%-ით გაიზარდა.
ამასთან, სებ-ის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2026 წლის აგვისტოს ბოლოს, ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 11.20 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 0.26%-ით მეტია, ხოლო უცხოური ვალუტით 21.57 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვის იგივე მაჩვენებელს 1.29%-ით აღემატება.
ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2026 წლის აგვისტოს განმავლობაში 1.28%-ით, ანუ 518.80 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და აგვისტოს ბოლოსათვის 41.15 მილიარდი ლარი შეადგინა. 2026 წლის აგვისტოს ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 58.80% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.10 პროცენტული პუნქტით.