რეზონანსი
29.09.2026

მარტოხელა დედა სამი შვილით საცხოვრებლის გარეშე რჩება - რუსთავში ოჯახს 2015 წელს აღებული სესხის გამო ბინიდან ასახლებენ. საცხოვრებელი აუქციონზე გაიყიდა, ახალი მფლობელი კი მის დაცლას ითხოვს. 

მესხიშვილის ქუჩაზე აღსრულების პოლიცია მობილიზებული. ახალგაზრდა ქალი, რომელიც ამჟამად უმუშევარია, ამბობს, რომ წასასვლელი არსად აქვს და ბინის დატოვებას არ აპირებს.

„2015-დან მიმდინაეობს ეს საქმე. ჩემმა დედამთილმა და ჩემმა ქმარმა ბინა ჩამიდეს ბანკში და ახლა მიშვებენ გარეთ. მე არ ვიცოდი ნამდვილად. მარტოხელა დედა ვარ, სამი ბავშვით, ბიჭი არის 14 წლის და ასე მაგდებენ უმოწყალოდ გარეთ, ნამდვილად არსად მაქვს წასასვლელი, არ გავალ სახლიდან, უნდა მოვკვდე იქ“, - ამბობს ეკა მაღალაშვილი. 

მარტოხელა დედა ითხოვს დროს და ახალი მეპატრონისგან ბინის გამოსყიდვის პირობებს. სწორედ ამაზე მიდის ახლა მოლაპარაკებები, თუმცა თუ შეთანხმება ვერ შედგა, აღასრულების ბიუროს თანამსრომლებს ოჯახის გამოსახლება მოუწევს.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×