რეზონანსი
29.09.2026

რაც უნდათ, ის ითვალონ და გადაითვალონ, რაღაც იზეიმონ – შედეგი ისევ ისაა, რაც 2012 წლიდანაა: „ქართული ოცნება“ მყარად ლიდერობს (36%) თუნდაც  გამო IRI-ს კითხვაშიც, რომელსაც რადიკალები მალავენ, ხოლო მთელი „კოლექტიური ოპოზიცია“ ერთად აღებული, ლამის სტატისტიკურ შეცდომაში და სრული პოლიტიკური კოლაფსის რეჟიმში ცხოვრობს - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, ერთმანეთზე გადაკიდებული ნაცკანტორების ე.წ. „ლიდერები“ და გაპარტახებული ოპოზიციური ფლანგი – ეს არ არის უბრალოდ კრიზისი, ეს უკვე დიაგნოზია.

„რაც უნდათ, ის ითვალონ და გადაითვალონ, რაღაც იზეიმონ – შედეგი ისევ ისაა, რაც 2012 წლიდანაა: „ქართული ოცნება“ მყარად ლიდერობს (36%) თუნდაც IRI-ს გამოკითხვაშიც, რომელსაც რადიკალები მალავენ, ხოლო მთელი „კოლექტიური ოპოზიცია“ ერთად აღებული, ლამის სტატისტიკურ შეცდომაში და სრული პოლიტიკური კოლაფსის რეჟიმში ცხოვრობს.

რომ შევკრიბოთ ეს ათი ერთპროცენტიანი და ორპროცენტიანი ოპოზიციური ნამცეცი, მივხვდებით, რომ უტიფარი „ნაცლუზერობა“ შეუცვლელი მოცემულობაა.  

ერთმანეთზე გადაკიდებული ნაცკანტორების ე.წ. „ლიდერები“ და გაპარტახებული ოპოზიციური ფლანგი – ეს არ არის უბრალოდ კრიზისი, ეს უკვე დიაგნოზია. ხალხმა მშვენივრად იცის, ვის აბარებს ქვეყნის სადავეებს, ნაცმანქურთებს კი ის უკიდურესად არაკომფორტული რეჟიმი შერჩენია, სადაც მათთვის მთავარია არაფრისმომცემი პროცესი, ტყუილი, დრამატიზაცია-მეზღაპრეობა, ხელისუფლების მაქსიმალური დემონიზაცია და კიდევ ერთი ისტორიული მარცხის „ზეიმი" - წერს აბაშიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×