რეზონანსი
29.09.2026

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან IRI-ის კვლევის შედეგებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის შედეგები მათმა არასახელმწიფოებრივმა ქმედებებმა განსაზღვრა.

„კვლევაც არ სჭირდება იმას, რომ ადამიანებმა განსაზღვრონ, რა ხდება პოლიტიკურ ველზე, რომელ პოლიტიკურ პარტიას აქვს საზოგადოების მხარდაჭერა. როდესაც შენს ქვეყანას არ ემსახურები, შენი ქმედებები განპირობებულია გარედან მიღებული დავალებებით, ხალხის მხარდაჭერა არ გექნება. ოპოზიციად წარმოდგენილი ადამიანები, რეალურად, არიან აგენტურის წარმომადგენლები. ცდილობენ, საქართველოში თავიანთი პატრონების ინტერესები გაატარონ. ეს არ გამოუვათ, ქართველი ხალხი ყველაფერს ხედავს და იღებს სწორ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×