რეზონანსი
29.09.2026

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყანამ ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტები მიიღო. ზელენსკი გასულ ღამეს რუსული ძალების მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ იერიშებს გამოეხმაურა და პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის პაკეტების მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადა.

„გასულ ღამეს ბალისტიკური რაკეტების წარმატებით განეიტრალება მოხერხდა. მადლობელი ვარ ჩვენი ამერიკელი და ნორვეგიელი პარტნიორების NASAMS-ის სისტემისა და მისთვის განკუთვნილი რაკეტების პაკეტისთვის. ასევე ბოლო დღეების განმავლობაში საჰაერო თავდაცვის სისტემების მხარდაჭერისთვის, კერძოდ რაკეტებისთვის, საფრანგეთისა და გერმანიის მადლობელი ვარ“, - წერს ზელენსკი X-ზე.

ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ყოველდღიური ესკალაციის ფონზე უკრაინისთვის მსგავსი პაკეტების მიწოდების გაგრძელება მნიშვნელოვანია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×