რეზონანსი
29.09.2026

რუსთავში, მარტოხელა დედის გამოსახლება დროებით შეჩერდა. კერძო მესაკუთრესა და ეკატერინე მაღალაშვილს შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც, მარტოხელა დედამ ახალ მესაკუთრეს 45 000 აშშ დოლარი უნდა გადაუხადოს.

ეკატერინე მაღალაშვილმა რუსთავის ბინა უკვე დატოვა და შვილებთან ერთად დროებითი საცხოვრებლის ძიებაშია.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე, ეკატერინე მაღალაშვილის სახლთან აღსრულების ბიუროს წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებულები. ოჯახის 2015 წელს აღებული სესხის გამო ბინიდან ასახლებდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×