
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროსაბჭოში ქართული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების ვიზიტს და ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალან ბერსეს განცხადებას ეხმაურება.
ანალიტიკოსის თქმით, სტრასბურგში გამართულ შეხვედრაზე ბერსემ აღნიშნა, რომ შეხვედრის ფარგლებში გამოიკვეთა, „სად შეგვიძლია გავაძლიეროთ ჩვენი გავლენა, მათ შორის ევროსაბჭოს რეფორმირების გზით“.
მისივე შეფასებით, ბერსეს განცხადება ცალსახად მიუთითებს, რომ თავად ევროსაბჭოც საჭიროებს რეფორმირებას, მათ შორის იმისთვის, რომ ორგანიზაციამ, „დაინტერესებული ჯგუფებისა და მსგავსი ფსევდოენჯეოების ზეგავლენით“ საქართველოზე რეალობას აცდენილი გადაწყვეტილებები არ მიიღოს.
"უცხოური გავლენის აგენტებად მყარად ლუსტრირებული აქაური სამოქალაქო სექტორის რადიკალური ფრთა სტრასბურგში ჩვენი ქვეყნის დასმენისთვის მორიგ ტურში გაემგზავრა.
და იცით იქ რა მოხდა? ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ალან ბერსემ უთხრა, უთქვენოდაც კარგად ვიცით რაც ხდება რეალურად საქართველოში და შემდეგ, როგორც მის განცხადებაშია ნათქვამი, "....შეხვედრაზე გამოიკვეთა სად შეგვიძლია გავაძლიეროთ ჩვენი გავლენა, მათ შორის ევროსაბჭოს რეფორმირების გზით."
ანუ, ცალსახად, თავის პირით აღიარა, რომ თავად ევროსაბჭოც საჭიროებს რეფორმასო. ნამდვილად საჭიროებს, რომ როგორც მინიმუმ, დაინტერესებული ჯგუფების და მსგავსი ფსევდო ენჯეოების ზეგავლენით არ მიიღოს სულელური და რეალობას აცდენილი რეზოლუციები საქართველოზე” - წერს ანჯაფარიძე.