რეზონანსი
29.09.2026

პროტესტი გრძელდება 166-ე საჯარო სკოლასთან. მშობლები მესამე წელია დაკეტილი სასწავლო დაწესებულების რეაბილიტაციის დაწყებას ითხოვენ. მათი თქმით, ამ დრომდე არცერთი უწყება მათ კითხვებს არ პასუხობდა, თუმცა დაანონსებული აქციებისა და პროტესტის შემდეგ, დღეს გამგეობაში შეხვედრა ჩაინიშნა.

რამდენიმე საათში მშობლები და მასწავლებლები ინფრასტრუქტურისა და განათლების სამინისტროების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

გვაქვს ერთადერთი მოთხოვნა, რომ სკოლის დემონტაჟი და ახალი შენობის აშენება შეიცვალოს სამხარაულის მიერ გაცემული დასკვნების საფუძველზე რეაბილიტაციით. სამხარაულიდ დასკვნით, სკოლას აქვს მეორე და მესამე ხარისხის დაზიანებები. მესამე ხარისხს განვმარტავ: ეს არის სკოლის შენობის 30% დაზიანებული, რომელიც ექვემდებარება დაუყოვნებლივ შეკეთებას. ამიტომ, ამ დასკვნების მიხედვით არსად წერია, რომ სკოლა არის ავარიულ მდგომარეობაში, რომ სკოლამ უნდა განიცადოს დემონტაჟი. შეხვედრაზე სწორედ ეს გვინდა გავაჟღეროთ, - ამბობს ერთ-ერთი მშობელი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×