რეზონანსი
29.09.2026

ქუთაისში, მე-13 სკოლასთან, ე.წ. ზებრა გადასასვლელზე ბავშვს ავტომობილი დაეჯახა. ბავშვის დედამ "ინფო იმერეთს" განუცხადა, რომ მოზარდი ქუთაისში საავადმყოფოში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მოზარდს ფეხი აქვს ნაღრძობი.

"ზებრაზე ხომ შეიძლება მანქანებმა რომ გააჩერონ. დღეს მე გადავრჩი გამიმართლა და ჩემი შვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ხვალ შეიძლება სხვა გაუბედურდეს. აუცილებელია მანქანებმა ზებრაზე გააჩერონ", - ამბობს მშობელი "ინფო იმერეთთან" საუბრისას. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×