
ევროკავშირიდან გასვლამ დიდ ბრიტანეთს უფრო მეტი ზიანი მოუტანა, ვიდრე სარგებელი. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა განაცხადა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანას გააცნობს თავის ხედვას, რომელიც ევროპელ პარტნიორებთან ბრიტანეთის გრძელვადიან ურთიერთობებს უკავშირდება.
ამასთან, ბერნემმა აღნიშნა, რომ მთავრობა ვერ მისცემს ბრიტანეთს მკაფიო გზას, რაც საჭიროა, ვიდრე არ გადაწყდება გრძელვადიანი ურთიერთობების საკითხს ევროკავშირის ბაზართან, რაც კვლავაც უმსხვილესია გაერთიანებული სამეფოსთვის. ბერნემი იმასაც დასძენს, რომ ბრიტანეთში ზრდისა და კეთილდღეობის უფრო მაღალი დონე უნდა აღდგეს.
"მოგვიანებით წელს, გაერთიანებული სამეფო - ევროკავშირის სამიტი იქნება, რომლის დღის წესრიგშიც ერთ-ერთი საკითხი იქნება თუ, როგორ შეგვიძლია ერთად მუშაობა იმიგრაციაზე.
ამის მიღმა, ვიმუშავებთ ბრიტანული ინდუსტრიების ინტერესების დასაცავად, რომლებიც "ბრექსიტმა" ყველაზე მეტად დააზარალა.
არსებობს მნიშვნელოვანი კონკრეტული ნაბიჯები, მაგრამ საკმარისი არაა.
ჩვენ ვერ მივცემთ ბრიტანეთს მკაფიო გზას, რომელიც ამ საუკუნის დარჩენილი პერიოდისთვის გვჭირდება, სანამ არ გადავწყვეტთ გრძელვადიანი ურთიერთობების საკითხს იმ ბაზართან, რომელიც კვლავაც უმსხვილესია ჩვენთვის.
გულახდილად ვერ გეტყვით, რომ არსებული მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. "ბრექსიტმა" უფრო მეტი ზიანი მოგვიტანა, ვიდრე სარგებელი.
ბრიტანეთისთვის ზრდისა და კეთილდღეობის უფრო მაღალი დონე უნდა აღვადგინოთ. ამიტომ, სამიტის ფარგლებში ვისარგებლებ შესაძლებლობით და თქვენ და მთელ ქვეყანას გავაცნობ ჩვენს ხედვას იმ სხვადასხვა ვარიანტის შესახებ, რომლებიც ევროპელ პარტნიორებთან ბრიტანეთის გრძელვადიან ურთიერთობებს უკავშირდება", - განაცხადა ბერნემმა.