რეზონანსი
29.09.2026

ის მოცემულობა, რაც არის 166-ე სკოლასთან დაკავშირებით არის ის, რომ აქ უნდა აშენდეს ახალი სკოლა. იმ თარიღებზე, რომელიც დავასახელეთ, პასუხისმგებლობას სრულად ვიღებთ , - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ თბილისის 166-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სოხაძის თქმით, პროექტი წლის ბოლოსკენ მზად იქნება, სკოლის ახალი შენობის მშენებლობის პროცესი კი გაზაფხულის მიწურულს დაიწყება.

„მათ ავუხსენით, რომ პროექტი უკვე მზადდება და ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოსთვის უკვე გვექნება გამზადებული დასრულებული პროექტი. უკვე გაზაფხულზე ჩვენ შევძლებთ ახალი სკოლის მშენებლობის ტენდერის გამოცხადებას, სამუშაოებიც, სავარაუდოდ, გაზაფხულის მიწურულს დაიწყება.

ის მოცემულობა, რაც არის 166-ე სკოლასთან დაკავშირებით, არის ის, რომ აქ უნდა აშენდეს ახალი სკოლა. მართალია, პროცესი გაჭიანურებულია და უკვე 2-წელიწად ნახევარია, ეს პროცესი გრძელდება, თუმცა ჩვენ ის თარიღები, რომელიც დავასახელეთ, ამაზე პასუხისმგებლობას სრულად ვიღებთ", - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ცნობისთვის, 166-ე სკოლასთან მოსწავლეებისა და მშობლების პროტესტი გაიმართა. ისინი სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის გადახედვას ითხოვდნენ და დემონტაჟის ნაცვლად შენობის რეაბილიტაციისკენ მოუწოდებდნენ განათლების სამინისტროს.

პროტესტის შემდეგ, დიდუბის გამგეობაში მშობლებთან შეხვედრა ჩაინიშნა, რომელსაც ინფრასტრუქტურის მინისტრის გარდა, განათლების სამინისტროს წარმომადგენლები „ქართული ოცნების" საკრებულოს დეპუტატი, დიდუბის რაიონის მაჟორიტარი გივი ჩხარტიშვილი ესწრებოდნენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×