რეზონანსი
30.09.2026

თბილისში, სანზონაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა. შემთხვევის დროს ლიფტში 6 ადამიანი იმყოფებოდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკებში გადაიყვანეს. პირველადი ინფორმაციით, მათ კიდურების მოტეხილობები აღენიშნებათ. დაშავებულთა შორის ერთი არასრულწლოვანია.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ლიფტი მეათე სართულიდან მოწყდა და პირველზე შეჩერდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სახანძრო სამაშველო სამსახურის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და სამართალდამცველები.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×