
რუსეთის მოქალაქე, რომელმაც ხალხს აივნიდან გადმოაშარდა, სასამართლოს წინაშე დაახლოებით ერთი საათსის წინაშე წარსდგება. პროცესზე მივა თეონა გოლაძე, ქალი რომელმაც ვიდეო-კადრები გადაიღო. ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების გამო ალექსანდრე პოპოვს ჯარიმა და ქვეყნიდან გაძევება ემუქრება.
იქამდე კი დედაქალაქის ძველ უბანში, ახლადაშენებულ ელიტურ საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები ხალხი ჰყვება, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლების თავგასულობა ყველანაირ ზღვარს სცდება.
„სასწაულია, ყოველი მეორე რუსულნომრიანი მანქანაა, რა უბედურებაა?! აი, რა უბედურებააა, ვეღარ უნდა გავიარო და გამოვიარო და „გვაფსან“ თავზე?!
ღორები არიან, ეგ ხომ მათთვის ჩვეულებრივი მოვლენააა. მაგის გამო კი არ უნდა დაგაკავონ, უნდა გადმოგაგდონ იმ სართულიდან, სადაც იყავი და მადლობა თქვვი, რომ დაგაკავეს.
მაგაზე მეტი შეურაცხყოფა რა გვინდა?! - 40 კილომეტრში დგას რუსის ჯარი ავტომატებით და აქ კიდე თავზე „სლავა რასიაო“, მეტი რაღა გვინდა?! ელოდებიან როდის ეტყვიან შემოდითო და შემოვლენ კიდევაც. რუსთან მივიტანე ეხლა შეკვეთა და არ დამელაპარაკა ინგლისურად, რუსი ვარო და რუსულად დამელაპარაკეო“, - აცხადებს მოქალაქე
„არცერთ ქვეყანაში არ ხდება ისე, რომ მოქალაქე, რომელიც იქ არის დაბადებული და იქ არის გაზრდილი არ იჩაგრება არსად. ჩვენთან ყველაფერი ხდება. ძაან ცუდი რამე არის ეს. ანუ უბრალოდ სირცხვილი არის, მეტი არაფერი“, - აღნიშნავს კიდევ ერთი მოქალაქე.
თბილისში რამდენიმე საათის წინ დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც ორთაჭალაში, საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე კაფეში მსხდომ ხალხს აივნიდან გადმოაშარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 171-ე მუხლებით დააკავეს.