
ავიაკომპანია Fly Dubai-ს დუბაი - თელ-ავივის ავიარეისის პილოტები რუსეთის და უკრაინის მოქალაქეები არ იყვნენ. ინფორმაციას DW ავრცელებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი საუდის არაბეთში ავარიულად დაეშვა, გავრცელდა ინფორმაციას, რომ ინციდენტის მიზეზი რუს და უკრაინელ პილოტებს შორის კაბინაში მომხდარი ჩხუბი გახდა.
DW-ს ინფორმაციით, თვითმფრინავს ომანისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქეები მართავდნენ. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ერთ-ერთი პილოტი თვითმფრინავის განგებ ჩამოგდებას ცდილობდა, მეორემ მას ამაში ხელი შეუშალა. მფრინავებს შორის ჩხუბი მოხდა, რომის დროსაც ერთმა მეორეს დანა ჩაარტყა.
ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. ერთ-ერთ პილოტი უკვე დაკითხვაზეა გადაყვანილი.
ცნობისთვის, დღეს დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალმა თვითმფრინავმა საგანგებო მდგომარეობის შესახებ სიგნალი აამოქმედა და საუდის არაბეთის თავზე ფრენისას კურსი შეცვალა. თვითმფრინავმა თავდაპირველად საერთაშორისო საგანგებო სიგნალი კოდით 7700 გააგზავნა. მოგვიანებით კი კოდი 7500 გადასცა, რაც თვითმფრინავის გატაცებას ან სხვა სახის უკანონო ჩარევას ნიშნავს.