რეზონანსი
30.09.2026

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებულს სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, „კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდა“-ს საავტომობილო გზაზე მოძრაობის დროს, ბრალდებული ორ ქვეითს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი იმავე დღეს საავადმყოფოში.

„ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულიად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ „კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდა“-ს საავტომობილო გზაზე მოძრაობის დროს, ბრალდებული ორ ქვეითს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი იმავე დღეს საავადმყოფოში.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ 7 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ასევე, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×