რეზონანსი
30.09.2026

"ბაზისბანკის" მხარდაჭერით, 23-27 სექტემბერს, სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატულმა თეატრმა კამერული და მონოსპექტაკლების საერთაშორისო ფესტივალს, „თბილისურ ბროწეულებს“ უმასპინძლა.

თბილისური ბროწეულები ჟანრობრივი მრავალფეროვნებითა და საერთაშორისო მასშტაბით გამოირჩევა. მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა გაცნობოდა მსოფლიო თეატრალურ სივრცეში აღიარებული რეჟისორებისა და არტისტების საუკეთესო ნამუშევრებს იტალიიდან, თურქეთიდან, საფრანგეთიდან, ლიეტუვადან, ლატვიიდან, სომხეთიდან, ისრაელიდან, პოლონეთიდან და საქართველოდან.

თეატრალური ფესტივალი  რეჟისორ სერგო ფარაჯანოვის შემოქმედებით მემკვიდრეობას ეძღვნება, რომელმაც ხუთი დღის განმავლობაში თეატრალური ხელოვნების მოყვარულები და სფეროს წარმომადგენლები გააერთიანა. თბილისური ბროწეულები მხარს უჭერს კულტურული დიალოგის გაღრმავებას, კამერული და მონოსპექტაკლების ჟანრის პოპულარიზაციასა და ქართული და საერთაშორისო თეატრალური დასების დაახლოებას.

ბაზისბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურად აგრძელებს ქვეყანაში კულტურული და ხელოვნების პროექტების მხარდაჭერას, რაც ხელს უწყობს შემოქმედებითი სფეროს განვითარებასა და საზოგადოებრივი ცხოვრების გამრავალფეროვნებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×