
არის ხელოვნური პროცესები და გადალაგება ოპოზიციაში. „ლელო“ და გახარია უნდათ გამიჯნონ უცხოელმა პატრონებმა „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობისგან“ და ეს ყველაფერი არის ხელოვნურად შექმნილი ხმაური და აჟიოტაჟი, რომ ჩვენს მოქალაქეებს აღქმა გაუჩნდეთ, რომ ეს ორი პარტია ცალკე მდგომი აყალიბებს დღის წესრიგს, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მართლაც ეზიზღებათ ერთმანეთი.
„ყველა ამ დეფიციტური დაფინანსების ფონზე, ვინაიდან დონალდ ტრამპმა დაკეტა USAID-ი, დაკეტა NED-ი, ამუშავდა გამჭვირვალობის კანონი და მართლაც უჭირთ შავი გზებით თანხის შემოტანა საქართველოში, ეს ადამიანები, ვისაც სძულს ერთმანეთი, ცდილობენ, რომ ერთმანეთი დაჩაგრონ და გარე პატრონს დაანახონ თუ ვინ არის ძლიერი და ვინ ქმნის „ამინდს“ ოპოზიციურ ველზე“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.