რეზონანსი
30.09.2026

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, თეა წულუკიანი ირანის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა: 

„ის წმინდანია! ხელშეუხებელია! უკიდურესად ნაწამები დიდი დედოფალია. ერთი დიდი წერტილი! არ გვჭირდება "კვლევა", გმადლობთ“, - წერს თეა წულუკიანი.

ცნობისთვის, საქართველოში ირანის ელჩმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ უახლოეს მომავალში ის მკითხველს მის მიერ ჩატარებული პირველადი კვლევის შედეგებს გაუზიარებს, რომლებიც ეხება „როგორც დედოფალ ქეთევანს, ისე ირანსა და საქართველოში დაცულ დოკუმენტებსა და ისტორიულ წყაროებს.”

მოგვიანებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ელჩი დაიბარეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×