რეზონანსი
30.09.2026

"კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ წევ­რი, ნო­დარ ჩა­ჩა­ნი­ძე ტრა­გი­კულ ამ­ბავს ავ­რცე­ლებს. მისი თქმით, საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რებ­თან შეხ­ვედ­რის წინ სო­ფელ შუქ­რუ­თის უხუ­ცე­სი გარ­და­იც­ვა­ლა.

რო­გორც ჩა­ჩა­ნი­ძე აღ­წერს, 92 წლის მა­მა­კა­ცის ბოლო სურ­ვი­ლი სოფ­ლის გა­დარ­ჩე­ნა იყო...

"ძა­ლი­ან მძი­მე ამ­ბა­ვი მოხ­და გუ­შინ ჭი­ა­თუ­რა­ში... სო­ფელ შუქ­რუ­თი­დან რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი იყო ჩა­სუ­ლი ქა­ლაქ­ში, ჭი­ა­თუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლო­ში. მათ რე­გის­ტრა­ცია უნდა გა­ევ­ლოთ საკ­რე­ბუ­ლოს მო­მა­ვა­ლი სხდო­მის წინ, იმის­თვის რომ სი­ტყვით გა­მოს­ვლის უფ­ლე­ბა ჰქო­ნო­დათ სხდო­მა­ზე. თა­ნა­სოფ­ლე­ლებ­თან ერ­თად იყო სოფ­ლის უხუ­ცე­სი, 92 წლის თენ­გიზ ნო­ზა­ძე.

რე­გის­ტრა­ცი­ის გავ­ლის შემ­დეგ, მათ სა­უ­ბა­რი ჰქონ­დათ საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რეს­თან. სა­უ­ბა­რი შე­ე­ხე­ბო­და სო­ფელ შუქ­რუთს, მან­გა­ნუ­მის მო­პო­ვე­ბის გამო სახ­ლე­ბის ნგრე­ვას და სოფ­ლის ქვეშ მდე­ბა­რე მა­ღა­რო­ებს. ბა­ტონ­მა თენ­გიზ­მა სხვე­ბის მოს­მე­ნის შემ­დეგ სი­ტყვა ითხო­ვა, რამ­დე­ნი­მე წი­ნა­და­დე­ბის თქმა მო­ას­წრო და ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა... სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ მისი გა­დარ­ჩე­ნა ვე­ღარ შეძ­ლო.

თენ­გიზ ნო­ზა­ძე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გა­ნიც­დი­და სო­ფელ შუქ­რუთ­ში მიმ­დი­ნა­რე უმ­ძი­მეს პრო­ცე­სებს. ის ერთ-ერთი ხელ­მომ­წე­რი იყო იმ წე­რი­ლე­ბის, რომ­ლე­ბიც რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ შუქ­რუ­თის მო­სახ­ლე­ო­ბის სა­ხე­ლით შე­ვი­და მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ა­ში, იმე­რე­თის გუ­ბერ­ნი­ა­ში, ჭი­ა­თუ­რის მე­რი­ა­ში და საკ­რე­ბუ­ლო­ში.

მისი ბოლო წი­ნა­და­დე­ბე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი იყო: "92 წლის კაცი ვარ, მთე­ლი სი­ცო­ცხლე მა­ღა­რო­ში ვი­მუ­შა­ვე და ვერ­სად ვე­ღარ წა­ვალ ახლა... გთხოვთ ნუ და­ან­გრევთ სო­ფელს, ნუ გაგ­ვამ­წა­რებთ..."

ვუ­სამ­ძიმ­რებ ბა­ტო­ნი თენ­გი­ზის ოჯახს და მთელ ჭი­ა­თუ­რას. ღმერ­თმა უმ­რავ­ლოს ჩვენს ქვე­ყა­ნას მას­სა­ვით მარ­თა­ლი და გუ­ლი­ა­ნი ხალ­ხი,“ - წერს ნო­დარ ჩა­ჩა­ნი­ძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×