რეზონანსი
30.09.2026

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს, ლუქსემბურგში დაგეგმილ შეხვედრაზე, საქართველოს შესახებ მოკლე დებატებს გამართავენ.

როგორც „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი იტყობინება, შეხვედრაზე მასშტაბური გადაწყვეტილებების მიღება არ იგეგმება და არ არსებობს კონსენსუსი რაიმე სახის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით.

მისივე ინფორმაციით, მომავალში, სავარაუდოდ, კიდევ 12 თვით გაგრძელდება საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების ვადა, რაც მომავალი წლის დასაწყისში იგეგმება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×