
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აშშ-ის შეიარაღებულ ძალების ერაყიდან გასვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ „ეს დიდებული დღეა ამერიკისთვის“.
მისი თქმით, აშშ ერაყს შესანიშნავი პრემიერ-მინისტრის ხელში ტოვებს, რომელსაც თავიდანვე უჭერდა მხარს. დონალდ ტრამპი იმედს გამოთქვამს, რომ ახალი პრემიერი შეძლებს საქმეებთან გამკლავებას და დასძენს, რომ აშშ ერაყში ხალიფატის წინააღმდეგ საბრძოლველად შევიდა და ხალიფატი აღარ არსებობს.
“დღეს მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ამერიკული ძალების ბოლო ნაწილები ტოვებენ ერაყს! დიდი დრო გავიდა და ძალიან ცუდმა გადაწყვეტილებამ თავდაპირველად ჩაგვაგდო ამ ჩიხურ მდგომარეობაში, თუმცა მალე ეს ყველაფერი ისტორიის ნაწილი იქნება. ეს დიდებული დღეა ამერიკისთვის და, რაც მნიშვნელოვანია, ერაყს ვტოვებთ ახალი, შესანიშნავი პრემიერ-მინისტრის, ალი ალ-ზაიდის, ხელში, რომელსაც თავიდანვე ვუჭერდი მხარს. მან არჩევნები მოიგო, სადაც არავინ ელოდა მის გამარჯვებას, თანაც დამაჯერებელი უპირატესობით!..
არჩევანი მქონდა დავრჩენილიყავით ან წავსულიყავით და უდავოა, რომ ამერიკისთვის სახლში წასვლის დრო იყო! პრემიერ-მინისტრი ალ-ზაიდი შესანიშნავია და იმედია შეძლებს საქმეებთან კარგად გამკლავებას. ჩვენ ხალიფატის წინააღმდეგ საბრძოლველად მოვედით. ხალიფატი აღარ არსებობს. ჩვენ სახლში მივდივართ!” - წერს ტრამპი.