რეზონანსი
02.10.2026

გურამ დადიანიძის საქმის ერთ-ერთი მოწმე ირაკლი ოქრაძე საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ ფაქტებს ასაჯაროებს. გადაცემაში, „შენი ამბავი თაიასთან“, ირაკლი ოქრაძე ლომისაზე ექსკურსიის დღეს იხსენებს.

„მე ახლა ვიტყვი სიმართლეს… სრულიად გულწრფელი ვარ… რომელ ქვაზეც იძახიან, რომ დამჯდარი დავინახეთო, რატომ გადაწყვიტეს, რომ დამჯდარი დაინახეს, ვერ ვხვდები… მე არ დამინახავს გურიკა იქ დამჯდარი.

კახა რომ იძახის – მოვიდეს ერთი ეგ, ცხვირ-პირს დავუმტვრევ თუ რაღაც ამგვარს… ბებია მოუტრიალდა – ცხვირ-პირს დაუმტვრევ არა, ხელსაც ვერ დააკარებო.

მამა ეძებდა შვილს, იძახდა მაპოვნინეთო – ისე იძახდა, თითქოს, რაღაც ნივთს ვეძებდით“, – ამბობს ირაკლი ოქრაძე.

შეგახსენებთ, 17 წლის გურამ დადიანიძე 12 წლის წინ, 2014 წელს, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში გაუჩინარდა, ის ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×