რეზონანსი
02.10.2026

პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთში მზის მიკროსადგურები ჯამში 58 ოჯახს დაუმონტაჟდა, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ხელისუფლების მიერ გაცხადებულ პოლიტიკას, რაც ემსახურება მაღალმთიანი რეგიონების განვითარებას, სოციალურ-ეკონომიკურ წინსვლას, მოსახლეობის დამაგრებას და ტურიზმის განვითარებას, - ამის შესახებ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ლევან ზაუტაშვილმა დუშეთის მუნიციპალიტეტის 16 სოფელში მზის მიკროსადგურების დამონტაჟებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ლევან ზაუტაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ სამუშაოები მოსახლეობისთვის წინასწარ გამოცხადებულ ვადებში დასრულდა.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან. კონკრეტულად მათგან გავიგეთ, რა სარგებელი მიიღეს. გახარებულები არიან აღნიშნული პროექტის დასრულებით და რაც მთავარია, აღნიშნული პროექტი დასრულდა დაანონსებულ და მოსახლეობასთან გაცხადებულ ვადებში“, - განაცხადა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონის დუშეთის მუნიციპალიტეტის 16 სოფელში 58 ოჯახს, რომელთა მიერთება ცენტრალურ ქსელზე რთული რელიეფის და კლიმატური პირობების გამო ვერ ხერხდება მზის მიკროსადგურები დაუმონტაჟდა, რაც მათთვის ელექტროენერგიის დამოუკიდებელ  წყაროს წარმოადგენს.

პროექტი მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებით, ენერგეტიკის განვითარების ფონდმა განახორციელა.

ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი ავრცელებს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×