რეზონანსი
02.10.2026

ეკა ყუ­ში­ტაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით მას გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლოშ იბა­რე­ბენ. რო­გორც ყუ­ში­ტაშ­ვი­ლი ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში აცხა­დებს, მას და­დი­ა­ნი­ძის საქ­მის ერთ-ერ­თმა მოწ­მემ, ანა გე­ლაშ­ვილ­მა შე­უ­რა­ცხყ­ფის­თვის უჩივ­ლა.

"გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის ამ­ბავ­ზე სა­სა­მარ­თლო­ში მი­ბა­რე­ბენ... გუ­რამ და­დი­ან­ძის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა და ეს ტრა­გე­დია მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის არის შემ­ზა­რა­ვი. არ მე­გუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ადა­მი­ა­ნი, ვინც ამას არ დარ­დობს და მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბად ვი­ქე­ცით რა­საც ჰქვია.

მიმ­ძიმს ამ ბავ­შვზე ლა­პა­რა­კი. მე თვი­თონ ვარ მშო­ბე­ლი და ძა­ლი­ან გან­ვიც­დი. ეს ანა გე­ლაშ­ვი­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ით რომ გა­მო­ვი­და და გუ­რამ და­დი­ანი­ძეს აბუ­ჩად იგ­დებ­და დას­ცი­ნო­და, მის გა­უ­ბე­დუ­რე­ბულ დედას დას­ცი­ნო­და. ეს ბავ­ში ხან ნარ­კო­მა­ნი გა­მო­იყ­ვა­ნეს, ხან ბა­რი­გა, ხან უინ­ტე­ლექ­ტო... ათა­სი რა­ღა­ცა. სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბებს უმორ­ჩი­ლე­სად გთხოვთ, რომ მეტი დრო დაუთ­მეთ ამ ბავ­შვის ამ­ბის გა­მო­ძი­ე­ბას,“ - აცხა­დებს ყუ­ში­ტაშ­ვი­ლი.

ვი­დე­ოს შე­სა­ვალ­ში ის ანა გე­ლაშ­ვილს მი­მარ­თავს.

"არა­ნა­ი­რად არ ვნა­ნობ და უკან არ მი­მაქვს ჩემი სი­ტყვე­ბი... მე გა­და­ვიხ­დი ჯა­რი­მას ფუ­ლით, მაგ­რამ შენ გა­და­იხ­დი სამ­ყა­როს­თან სხვა რა­მით. შენი საქ­ცი­ე­ლით და­ამ­ტკი­ცე რაც ხარ. არ შევ­მცდარ­ვარ შენ­ში არა­ნა­ი­რად,“ - წერს ინფლუ­ენ­სე­რი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×