რეზონანსი
02.10.2026

გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებას, რომ უკრაინა ევროკავშირში 2027 წლის 1-ელ იანვარს ვერ გაწევრიანდება, რადგან წევრობა კონკრეტული კრიტერიუმების შესრულებაზეა დამოკიდებული, ლევან მახაშვილი მედიასთან აფასებს.

ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ განცხადებები, რასაც უკრაინის მიმართ წლების განმავლობაში ვისმენდით, მხოლოდ და მხოლოდ „ცრუ დაპირებებით გაბრუებას ემსახურებოდა“.

„ალბათ არასდროს დასრულდება ახალ-ახალი თარიღებით საკუთარი მოსახლეობის გაბრუება. საბოლოო ჯამში ვხედავთ, რომ ეს არის მცდელობა, რომ საკუთარი მოსახლეობა ახალ-ახალი თარიღებით გააბრუონ. მერე ეს თარიღი მოვა..გადაივლის და მერე ახალი თარიღი გაჩნდება.ეს არის ცუდი ტენდენცია. მთავარია თითოეულმა ქვეყანამ გადადგას ის ნაბიჯები, რომლებიც გააუმჯობესებს მათი მოსახლეობის ყოფას და გააძლიერებს გრძელვადიან მშვიდობას. იმის იქით ყველაფერი დანარჩენი ჩვეულებრივი მანიპულაციაა და სამწუხაროდ, უკრაინული საზოგადოება ამ ტიპის მანიპულაციას მოკლებული არ არის თარიღებით“, - აღნიშნა მახაშვილმა.

​ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში მარტა კოსი აცხადებს, რომ უკრაინა ევროკავშირში 2027 წლის 1-ელ იანვარს ვერ გაწევრიანდება, რადგან წევრობა კონკრეტული კრიტერიუმების შესრულებაზეა დამოკიდებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×