რეზონანსი
02.10.2026

თუ ვინმე ოდნავ მაინცაა ჩახედული ევროკავშირის გაფართოების პროცესში, რა თქმაა უნდა, 2027 წლის 1 იანვარს ევროკავშირის გაფართოება და უკრაინის წევრობა ყველასთვის არარეალისტური თარიღი და არარეალისტური ამოცანა იყო, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადების კომენტირებისას.

მისივე თქმით, საქმე გვაქვს ადამიანების მოტყუებასთან და ფუჭი იმედებისა და ილუზიების მიცემასთან.

„მით უმეტეს, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ომითა და რუსეთის აგრესიით იტანჯებიან. ჩვენ უკრაინას ვუსურვებთ პირველ რიგში, გამძლეობას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და რა თქმა უნდა, ჩვენ მოხარული ვიქნებით, თუ ევროკავშირშიც გაწევრიანდება უკრაინა“, - განაცხადა სამხარაძემ.

ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში მარტა კოსი აცხადებს, რომ უკრაინა ევროკავშირში 2027 წლის 1 იანვარს ვერ გაწევრიანდება, რადგან წევრობა კონკრეტული კრიტერიუმების შესრულებაზეა დამოკიდებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×