რეზონანსი
03.10.2026

არჩევნები მიმდინარეობს დმანისში, სადაც საარჩევნო უბანი სოფელ ველისპირსა და სოფელ განახლებას შორისაა გახსნილი. შუალედურ არჩევნებზე რეგისტრირებული არიან კანდიდატები საარჩევნო სუბიექტებიდან „ქართული ოცნება“ და „ძლიერი საქართველო - ლელო“. გამარჯვებისთვის „ქართული ოცნებიდან“ ირაკლი სარსევანიძე, პარტია „ლელოდან“ კი ვაჟა ნონიაშვილი იბრძოლებენ. 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი შატაკიშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ღირსეული ადგილობრივი კანდიდატია წარდგენილი და მას სრულ მხარდაჭერას უცხადებს. 

„საკმაოდ მშვიდ ვითარებაში და წყნარად მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი - თითოეულ ამომრჩეველს აქვს შესაძლებლობა, თავისი პოლიტიკური ნება, თავისი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადოს მშვიდ ვითარებაში და თავისუფალ ნებაზე დაფუძნებით გააკეთოს თავისი არჩევანი. რაც შეეხება კანდიდატებს, აქ გახლავთ წარმოდგენილი "ქართული ოცნების" მხრიდან ძალიან ღირსეული ადგილობრივი კანდიდატი და მე მას სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად“, - აცხადებს ირაკლი შატაკიშვილი.

დღეს ოთხი მუნიციპალიტეტის - ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×