რეზონანსი
03.10.2026

დაახლოებით 150 ახალგაზრდა ადამიანი პირდაპირ ქუჩებში ჩაცხრილეს იმისათვის, რომ ეჩვენებინათ საკუთარი სასტიკი სახე და დაემკვიდრებინათ შიში საზოგადოებაში, - განაცხდა გადაცემაში “ღია ეთერი” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ქუჩაში დღისით მზისით კლავდნენ ადამიანებს.

„იყო ქუჩაში ადამიანების მკვლელობები სახელმწიფოს რეჟიმის წარმომადგენლების მიერ. დაახლოებით 150 ახალგაზრდა ადამიანი პირდაპირ ქუჩებში ჩაცხრილეს. მათ შორის შეიძლება იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ჰქონდა კრიმინალური წარსული ან რაღაც დანაშაულებრივი ცხოვრების წესით ცხოვრობდნენ, მაგრამ იყვნენ ადამიანები და ამის მაგალითია ბუტა რობაქიძეც, რომელიც საერთოდ არ იყო კავშირში კრიმინალთან და ასეთი ადამიანი ქუჩაში დღისით მზისით მოკლეს, რადგან საჩვენებელი მკვლელობები ჰქონდათ დაგეგმილი. საჩვენებელი მკვლელობები იმისათვის, რომ ეჩვენებინათ საკუთარი სასტიკი სახე და დაემკვიდრებინათ შიში საზოგადოებაში. ამას აკეთებდნენ ქუჩაში ადამიანების მკვლელობით. დაახლოებით 150 ადამიანი მოკლეს ქუჩაში ახალგაზრდებში სწორედ ამ შიშის დათესვის მცდელობის ფარგლებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×