რეზონანსი
03.10.2026

დღეს აქტუალური თემაა ციხეები და იცით, რომ აბსოლუტურად ყალბი კამპანია ააგორეს ამ თემასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

კობახიძის თქმით, 2004 წლიდან 2012 წლის ბოლომდე „პატიმრებს სასჯელის მოხდა უმძიმეს პირობებში უწევდათ და ამასთან ერთად მთავარი პრობლემა იყო წამება და არაადამიანური მოპყრობა“.

„პირველ რიგში, მინდა ყველას შევახსენო, თუ რა მდგომარეობა იყო სასჯელაღსრულების სისტემაში შექმნილი 2004 წლიდან 2012 წლის ბოლომდე. იყო გადავსებული ციხეები, იყო უმძიმესი მდგომარეობა, ინფრასტრუქტურაც უმძიმეს მდგომარეობაში იყო და პატიმრებს უწევდათ სასჯელის მოხდა უმძიმეს პირობებში. ხშირად, ერთ საკანში, რომელიც მაგალითად 8 პატიმრისთვის იყო განკუთვნილი, მოთავსებული იყო 40 და მეტი პატიმარი. ასეთი უმძიმესი მდგომარეობა იყო, მორიგეობით უწევდათ ძილი პატიმრებს და ეს ყველაზე მსუბუქი პრობლემაა იმ ყველაფერთან შედარებით, რაც ხდებოდა. მთავარი პრობლემა იყო წამება და არაადამიანური მოპყრობა, რასაც ჰქონდა სისტემური და სისტემატური ხასიათი, ამის უამრავი ფაქტი არსებობს. პატიმრების რაოდენობა იყო 24 500 და ახლა იცით, რომ ორჯერ ნაკლებია. და ყველაფერზე მეტყველებს სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რაც იყო 130-ზე და 140-ზე მეტი, წლის განმავლობაში. ბოლო დროის სტატისტიკა არის დაახლოებით 24-25 პატიმარი, რაც უკვე შესატყვისობაშია საერთაშორისო სტატისტიკასთან. წარმოიდგინეთ რამხელა სხვაობაზეა საუბარი. წლის განმავლობაში, 130-ზე და 140-ზე მეტი პატიმარი იღუპებოდა, სწორედ ამ გაუსაძლისი პირობების გამო და პირველ რიგში - წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამო, რასაც ჰქონდა სისტემური და სისტემატური ხასიათი ციხეებში,"- აღნიშნა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×