რეზონანსი
03.10.2026

მოსკოვის მიერ კიევისა და სხვა ქალაქების დატოვებისკენ მიმართული ახალი საჰაერო დარტყმების საპასუხოდ უკრაინა გააორმაგებს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „როიტერსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, იერიშების სამიზნე  მშვიდობიანი მოსახლეობა არ იქნება.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინის დაზვერვამ მოიპოვა დოკუმენტები, რომლებიც აჩვენებს, რომ რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა ზამთრის წინ უკრაინის მიმართულებით გაცილებით ფართო სპექტრის სამოქალაქო სამიზნეებზე სამხედრო თავდასხმების „ახალი დოქტრინა“ გამოსცა.

„ჩვენ ვნახეთ დოკუმენტები და ვიცით, რომ ისინი მათ საშუალებას აძლევენ, თავს დაესხნენ ინფრასტრუქტურას, ლოჯისტიკას, გზებს, სკოლებს, საავადმყოფოებს, რათა ზეწოლა მოახდინონ ადამიანებზე, დატოვონ დედაქალაქი, დატოვონ სხვადასხვა ქალაქი. ეს არის მათი მიზანი. ჩვენ მათ უნდა ვუპასუხოთ ნებისმიერი გზით, რომელიც შეგვიძლია. ჩვენს ენერგეტიკაზე მათი თავდასხმების საპასუხოდ, ჩვენ მათ ენერგეტიკაზე უნდა მივიტანოთ დარტყმები. უპირველეს ყოვლისა, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე: რაც აძლევს მათ ფულს ამ ომისთვის. მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, არ დავარტყამთ სამოქალაქო ობიექტებს, რასაც ისინი შვრებიან,” – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სიამოვნებით შეხვდებოდა პუტინს „დიდი ოცეულის“ სამიტზე სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-მა არ უნდა დაიჯეროს ილუზიები, რომ რუსეთი შეწყვეტს საომარ მოქმედებებს, თუ დონბასზე კონტროლს მოიპოვებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×