რეზონანსი
04.10.2026

4 ოქტომბერს, ერთი წლის წინ მორიგ ჯერზე დადასტურდა, რომ რევოლუციური დამხობები, რადიკალური პროცესები იდეურად გადატყდა საქართველოში როდესაც აქაური ნაცმოძრაობის ბევრმა წევრმა აღიარა, რომ მათ ეს რევოლუციური სცენარი ჩაუვარდათ, - აცხადებს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი.

„სად არის ახლა 4 ოქტომბრის წლისთავზე, როგორც აანონსებდნენ, აქციები? ერთი დაბადების დღის ხალხი ვერ მიიყვანეს მათი ბელადის გასათავისუფლებელ აქციაზე. გამობრძანდეს ევროკავშირს ელჩი და თქვას, რა მოხდა 4 ოქტომბერს, გამოხატვის თავისუფლება იყო პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის მცდელობა, თუ ეს იყო დანაშაული?“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×