
ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს - ლუის ინასიო ლულა და სილვას მთავარი კონკურენტი ჟაირ ბოლსონარუს შვილი, ფლავიო ბოლსონარუა
ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელშიც მოქმედი პრეზიდენტს, ლუის ინასიო ლულა და სილვას გარდა 11 კანდიდატი მონაწილეობს,- ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ მოქმედი პრეზიდენტის მთავარი კონკურენტი მემარჯვენე ფლანგის წარმომადგენელი, ყოფილი პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონარუს შვილი ფლავიო ბოლსონარუა.
BBC-ი წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში 12 კანდიდატი მონაწილეობს, მხოლოდ ორმა მათგანმა - ლუის ინასიო ლულა და სილვამ და ფლავიო ბოლსონარუმ - შეძლეს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში ორნიშნა მაჩვენებლისთვის მიეღწიათ.
BBC Brasil-ის მონაცემებით, ორივე კანდიდატის რეიტინგი 40%-იან ნიშნულთან მერყეობს, თუმცა ლულა ბოლსონარუს მცირედით უსწრებს. დანარჩენი კანდიდატების მხარდაჭერის მაჩვენებელი კი 4%-ს ან მასზე ნაკლებს შეადგენს.
თუ არჩევნების პირველ ტურში ვერცერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს ხმების 50%-ს, საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი 25 ოქტომბერს მეორე ტურში დაუპირისპირდება ერთმანეთს.