რეზონანსი
04.10.2026

ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის მონაწილეობა მიიღოს უკრაინა-რუსეთ-აშშ-ის სამმხრივ ტექნიკურ შეხვედრაში, რომლის ჩატარებასაც ამერიკული მხარე ოქტომბრის ბოლომდე სთავაზობს. ამ თემაზე უკრაინის პრეზიდენტმა კიევში გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები, შესაძლოა, ოქტომბერში აბუ-დაბიში შეხვდნენ ერთმანეთს, რათა ცეცხლის ნაწილობრივი შეწყვეტის შესაძლებლობა, კერძოდ, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებზე უარი განიხილონ.

„ყველა დეტალს ვერ გაგიზიარებთ. გუშინ, მაგალითად, მოლაპარაკებების ჯგუფს, ამერიკულ ჯგუფს ველაპარაკე. ამერიკული მხარე დღეს უკრაინასთან და რუსეთთან კონტაქტზე იმყოფება და ოქტომბრის ბოლომდე ტექნიკურ დონეზე, სამმხრივ ფორმატში შეხვედრის ჩატარებას სთავაზობს", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, 3 ოქტომბერს მან დაადასტურა, რომ უკრაინული მხარე მზად არის ოქტომბრის ბოლომდე ასეთი შეხვედრის ჩატარებას მხარი დაუჭიროს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×